Student House
2020-12-01

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სა და სტუდენტ ჰაუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა შესაბამის პროგრამებთან, სხვადასხვა კურსებთან, სემინარებთან და სხვა აქტივობებთან, აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის განთავსების შესაძლებლობა სტუდენტ ჰაუსის კამპუსებში.

ბილტმორის კონფერენციის კონსენსუსის ფარგლებში,რომელიც გაიმართა 2020 წლის 13 ივლისს, შპს „სტუდენტურმა სახლმა“ გადაწყვიტა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშუ უფასოდ გადაეცეთ საცხოვრებლის შეთანხმებული ნაწილი.