Student House
2020-12-14

საინვესტიციო ფორუმი 2021

2020 წლის 12 დეკემბერს „სტუდენტ ჰაუსმა“ და „ოთი ჰოლდინგ გრუპმა“ საერთაშორისო ონლაინ საინვესტიციო ფორუმი გამართა. ფორუმი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, თბილისის დროით 19:00 საათზე, რომელიც ერთდროულად გაშუქდა 8 ქვეყანაში : კატარი, იორდანია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ომანი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო.

კონფერენციის მიზანი იყო , საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა , პოსტ პანდემიური ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა და ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს უძრავი ქონების კონკრეტულად კი  „სტუდენტური საცხოვრებლის“  ბიზნესში.

საინვესტიციო ფორუმმა გააერთიანა კატარის, ქუვეითის, ომანის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის მაღალი რანგის გლობალურ საინვესტიციო  მოთამაშეები, მათ შორის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, გლობალურ აღმასრულებელ დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მთავრობის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. ფორუმში ყველა ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 250-ზე მეტი მონაწილე და სპიკერი.

ფორმის ორგანიზატორი იყო „ოთი ისთეითი“ , რომელმაც 2020  წლის ივლისში სტუდენტური სახლის 160 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის მშენებლობა დაანონსა და აქტიურ რეჟიმსი ახორციელებს მშენებლობას.