Student House
2021-03-21

დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები

2021 წლის 21 მარტს OTI ESTATE- მა  და ქართულ-ეგვიპტური ბიზნეს პალატამ გადასცა ციფრული ტექნიკა ბენეფიციართა დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციის „მზის შვილებს“ . 
OTI ESTATE-ისა და ქართულ-ეგვიპტური ბიზნეს პალატის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, „დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათის, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი და ღირსეული თანაცხოვრების პირობები, ასევე სწავლის ხელმისაწვდომობა. ერთმანეთზე ზრუნვა და ყურადღება უნდა იქცეს ყოველდღიურობად და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ 21 მარტით“.
ჰანი ჰებაშმა ხაზი გაუსვა კომპანიის ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც გულისხმობს იმ ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნას, რომელშიც OTI ESTATE-ის წარმომადგენლები ცხოვრობენ, საქმიანობენ და ახორციელებენ პროექტებს.
,,მზის შვილები" 2011 წლიდან ზრუნავს დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ განვითარებაზე. ცენტრში ამჟამად რეაბილიტაციას გადის 30 შშმ ბავშვი და მოზარდი.
კომპანია OTI ESTATE ოპერირებს სამშენებლო სექტორში, ხელს უწყობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე თანამშრომლობს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან და დამოუკიდებლად ახორციელებს მრავალ პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით.
 არასამთავრობო ორგანიზაციის „მზის შვილების“ დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ყურადღებისთვის და ზრუნვისთვის და აღნიშნა, რომ გადმოცემული ციფრული ტექნიკა ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომს გახდის დისტანციური სწავლების პროცესს, კოვიდის პირობებში.